Header image  
kino  
  
 
 
 
 


araseriozuli kaci

რეჟისორ დიმიტრი ბათიაშვილის 1980 წლის ფილმი. მთავარ როლში - გია ფერაძე. ფილმის გმირი, ზრდილი და განათლებული შუახნის მამაკაცი, ცხოვრებას ვერ მოერგო და სმას მიჰყო ხელი; თუმცა ბოლოს ადამიანური ღირსებისა და კეთილი თვისებების წყალობით მაინც იპოვა სიყვარული და ოჯახური სითბო.

siuJeti

მთავარი პერსონაჟი, ნიკო (გია ფერაძე) შინ ბრუნდება მას შემდეგ, რაც მეზობლების დაჟინებით მას გადაიყვანენ კლინიკაში, ალკოჰოლიზმისგან სამკურნალოდ. შინ დაბრუნებული ნიკო ცდილობს, რამე საქმე წამოიწყოს. იგი ძველ მეგობრებს სამუშაოს ძებნაში მიმართავს. პარალელურად ნიკო საკუთარ მამას არწმუნებს, თითქოს მუშაობა დაიწყო. ამას თან ერთვის ფიქრები უიღბლო სიყვარულზე. მას შემდეგ, რაც ნიკო ცხოვრებაზე სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერი იცვლება. იგი შესთავაზებს მეზობელ ქალს ერთად ცხოვრებას, იწყებს ოჯახზე ზრუნვას და სამუშაოსაც პოულობს.

rolebSi

  • გია ფერაძე (ნიკო)
  • ავთანდილ დათუნაშვილი

jildoebi

  • სატელევიზიო ფილმების მეათე საკავშირო ფესტივალის პრიზი: 1981 (ერევანი)
  • კინოფილმების მეხუთე რესპუბლიკური ფესტივალის დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის: 1981 (სოხუმი)

faqtebi

  • როდესაც ნიკო ქუჩაში ლიას ხვდება და ითხოვს პატიებას აგრესიული საქციელის გამო, ხელში იღებს მის წიგნს და კითხულობს ლექსს. ეს არის ედგარ ალან პოს„ანაბელ ლი“.
  • ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ჟღერს სტივი უანდერის სიმღერა "Isn't She Lovely" - ალბომიდან Songs in the Key of Life
 

ixileT aseve